viwro-otaxebis-mowkoba
ინტერიერის დიზაინერი

ვიწრო ოთახების მოწყობა

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

541

0

24.04.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ვიწრო სივრცის მოწყობა პრაქტიკულ გამოცდილებასა და სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, რადგან შეუსაბამო დიზაინმა, ისედაც ვიწრო ოთახი, შესაძლოა დაამსგავსოს ვაგონს ან საცხოვრებლად უვარგის დერეფანს. ასეთი ოთახი რომ მყუდრო და კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნას, საკმარისია რამდენიმე  „დიზაინერული ხრიკის“ გამოყენება. მთავარია, დასაწყისშივე გაითვალისწინოთ ოთახის ძირითადი მახასიათებლები - მცირე სიგანე და დიდი სიგრძე.


 წესები ვიწრო ოთახების მოსაწყობად

ძირითად მახასიათებლებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ოთახის ფუნქციური დანიშნულება, მაგალითად: ის, რაც აუცილებელია საძინებელი ოთახისთვის, შესაძლოა მისაღებისთვის ან საბავშვო ოთახისთვის ზედმეტი აღმოჩნდეს ან პირიქით. შეცდომების თავიდან ასარიდებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი წესი:

1. განათება

თუ ოთახში მხოლოდ ერთი ფანჯარაა (რაც ვიწრო ოთახისთვის თითქმის ნორმად ითვლება) მაშინ, არ გამოიყენოთ სქელი და მუქი ფარდები. რეკომენდებულია ღია ფერის ჟალუზები და მსუბუქი საფარდე ქსოვილები, რომელიც სჯობს სულ გადაწეული იყოს. რაც შეიძლება მეტი სინათლე! ჭერზე მხოლოდ ერთი ნათურა ცუდი ვარიანტია. დამატებით გამოიყენეთ იატაკის და პროჟექტორის ტიპის ჭერის და კედლის განათება. რეკომენდებულია LED განათების მონტაჟი.


განათება

2. ფერის სპექტრი

ვიწრო ოთახისთვის ყოველთვის მომგებიანია ნათელი და ღია პასტელი ფერები - ისინი ვიზუალურად აფართოებენ სივრცეს. ეცადეთ შეზღუდოთ მუქი ტონები, რამაც შეიძლება ოთახის პროპორციები დაარღვიოს. გრძელი კედელი თუ დაიფარება ღია ფერის საღებავით - მოკლე კი მუქით, მაშინ ასეთი კონტრასტი ვიზუალურად გაასწორებს ოთახის პარამეტრებს. შპალერის შემთხვევაში გრძელი კედლისთვის აირჩიეთ დაფარვა ვერტიკალური ხაზებით, მოკლე კედლისთვის კი პირიქით - შეარჩიეთ ჰორიზონტალური ზოლები ან შპალერი მცირე ორნამენტებით და ფიგურებით.

3. ზონირება

ვიწრო სივრცე დაყავით ზონებად. ზონირება შესაძლებელია გაკეთდეს ფერების, ტექსტურების, განათების ან ავეჯის გამოყენებით. საოფისე ზონის მოსაწყობად აირჩიეთ შესასვლელიდან დაშორებული კუთხე, სადაც ჭერისთვის და მის ქვემოთ კედლის ნაწილისთვის გამოიყენებთ განსხვავებულ მასალას (მაგალითად დეკორატიულ აგურს) ან რამდენიმე ტონით განსხვავებული ფერების კომბინაციას. ასეთი ეფექტის გამოყენება ვიზუალურად გაზრდის სივრცეს და ოთახი უფრო პროპორციული გამოჩნდება.


ზონირება


სივრცის მოწყობა ფუნქციური დანიშნულების მიხედვით

მეტის გაგება

4. იატაკი

შეარჩიეთ ღია ფერის მასალა, თუ ფიგურალური იქნება, მაშინ ეცადეთ რომ ფიგურები იყოს მართკუთხა ფორმის, რომელიც განლაგდება გრძელი კედლის პერპენდიკულარულად. მონოქრომული საფარის შემთხვევაში  რეკომენდებულია კონტრასტული ფერის ხალიჩა, რომელიც ისე უნდა განთავსდეს, რომ ფართო ნაწილი მოხვდეს ვიწრო კედელთან.

5. ავეჯი

არასწორად შერჩეულმა ავეჯმა ვიწრო ოთახი შეიძლება ვაგონს ან დერეფანს დაამსგავსოს. ასეთ შემთხვევაში, მზა ავეჯის ყიდვას სჯობს ოთახის ზომებზე გათვლილი და მორგებული მცირე გაბარიტების მქონე კომპაქტური, მაგრამ ტევადი ავეჯის შეკვეთა. ადგილის მოგების მიზნით, უმჯობესია კარადებისთვის და კედლის თაროებისთვის სივრცე გამოიყენოთ ჭერამდე. ვიწრო კედელთან განათავსეთ კუპე კარადები. ვიწრო ოთახისთვის იდეალურია მობილური და დასაკეცი მოდელები, ავეჯი-ტრანსფორმატორები. ავეჯი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ არ შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება ოთახში. არ შეიძლება ყველაფრის განთავსება ერთ კედელთან. რბილი ავეჯის ოთახის ცენტრში განლაგებით შესაძლებელია შეიცვალოს სივრცის ვიზუალური აღქმა. გრძელ კედელზე სარკეების გამოყენება, სივრცის გაზრდის თვალსაზრისით, მომგებიანია. თუ ფანჯარა არის ვიწრო კედელზე, მიმდებარედ გამოიყენეთ მინის კონსტრუქციები ან თაროები.


ავეჯი


დიზაინის ვარიანტები ვიწრო ოთახებისთვის

არსებობს რამდენიმე განსხვავებული მეთოდი, რომლის გამოყენებით შესაძებელია სხვადასხვა დანიშნულების ვიწრო ტიპის ოთახების მოწყობა ისე, რომ ის ვიზუალურად ფართო გამოჩნდეს და თან შეიძინოს კომფორტული და მყუდრო თვისებები. ამავე პრინციპით უნდა შეირჩეს მასალა, ავეჯი და დეკორი ვიწრო საძინებელის, მისაღების, საბავშვო ოთახის და სამზარეულოსთვის - განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:

ვიწრო საძინებელი

ვიწრო ტიპის საძინებლ ოთხში მნიშვნელოვანია ორადგილიანი საწოლის მდებარეობა - თუ საწოლი კედელთან განთავსებულია გრძივად, მაშინ ეს შექმნის გარკვეულ უხერხულობას ოთახში გადაადგილებისას. რეკომენდებულია სხვა ვარიანტების გამოყენება:
1. დასაკეცი ან კედელზე მისამაგრებელი საწოლი;
2. შედარებით მოკლე საწოლი თავით გრძელ კედელთან;
3. საწოლის თავი ფანჯარასთან და დაბოლოება შემოსასვლელი კარისკენ.
 ნუ გამოიყენებთ მუქ და მძიმე ფარდებს, ის დაამძიმებს ოთახს და ვიზუალურად კიდევ უფრო ვიწროს გამოაჩენს. რეკომენდებულია ნათელი ფერის ფარდა ჟალუზების მონტაჟი. დეკორი სჯობს იყოს მინიმალური და მარტივი ფორმის. კარადა განათავსეთ ვიწრო კედელთან, გამოიყენეთ საწოლის ზედა სივრცე კედლის თაროებისთვის. ნიშები და ჩაშენებული კარადები ვიწრო ოთახისთვის იდეალურია. ცნობილი „დიზაინერული ხრიკია“  საძინებელში სარკეების გამოყენება სივრცის გასაზრდელად.


საძინებელი

სამზარეულოს პლუს მისაღები ზონა

ვიწრო სამზარეულოს და მისაღების გაერთიანებით, უმეტეს შემთხვევაში, მიიღება მოგრძო და ვიწრო ტიპის სივრცე, რომელიც ხშირად  ბოლოვდება ერთადერთი ფანჯრით, ხოლო კომუნიკაციები განლაგებულია შესასვლელთან. შესაძლებელია სივიწროვის შეგრძნების  ვიზუალური ეფექტებით  გაქარწყლება რამდენიმე ვარიანტის გამოყენებით:
1. მისაღებ ზონაში დივნი მაგიდით განთავსდეს ფანჯარასთან, ხოლო U- ფორმის სამზარეულო - ოთახის მოპირდაპირე ნაწილში. დივანი შეიძლება ჩანაცვლდეს სავარძლებით. უკეთესი იქნება თუ მისაღებ ზონას გამოკვეთს  აქცენტირებული კედელი;
2. მეორე ვარიანტი არის საპირისპირო განლაგება. სამზარეულო ზონა თავსდება ფანჯარასთან. ამ ვარიანტის პლუსია ფანჯრის რაფის გამოყენება დამატებით სათავსოდ. თუ ოთახს ესაზღვრება იზოლირებული, დათბილული აივანი, მაშინ დასაშვებია სასადილო ზონიდან რამდენიმე დეტალის გადატანა. რაც მოგცემთ იმის ფუფუნებას, რომ სასადილო ზონაში განათავსოთ დიდი სასადილო მაგიდა.
3. შემოსასვლელ სივრცეში განთავსებული ბარის ტიპის დიზაინი, არა მარტო ტრენდულად ითვლება, არამედ საკმაოდ პრაქტიკულიცაა.
4. როცა პატარა და ვიწრო სამზარეულო დაკავშირებულია ვიწრო მისაღებ ოთახთან, მიიღება L- ფორმის ოთახი. მნიშვნელოვანია სწორი ფორმა შეურჩიოთ სამზარეულოს ზონაში განთავსებულ მაგიდას, რაც მოგაგებინებთ ადგილს და სკამების დალაგება არ მოგიწევთ გასასვლელში. ადგილის მოგება ასევე შესაძლებელია თუ მაგიდას კედლის მხარეს შემოუწყობთ სკამებს.

სამზარეულო

ცალკე მისაღები ოთახი

ოთახის ცენტრში განთავსებული დივნის, მცირე ზომის სავარძლების და პუფების სწორი კომბინაცია ოთახს გამოაჩენს უფრო პროპორციულს. აგრეთვე მომგებიანია, სივრცის გაზრდის თვალსაზრისით, მინის ტიხრების, გამჭოლი შირმის და ღია ტიპის წიგნების კარადების გამოყენება ოთახის ზონირებისთვის. მისაღები სივრცის ზონირება აგრეთვე შესაძლებელია განსხვავებული მასალების და შუქჩრდილების გამოყენებით.
ვიწრო მისაღები ოთახისთვის კარგი არჩევანია კუთხის დივანი, ტომარა სავარძლები, კომპაქტური ავეჯის გარნიტური, კარადა სასრიალო მექანიზმით, თხელი თაროები კედლებზე.


მისაღები



გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები