აბაზანის შუშა
ვმუშაობთ 24/7

აბაზანის შუშა

განცხადება:

ვასრულებთ მინის სამუშაოებს სწრაფად და მაღალი პასუხისმგებლობით, აბაზანის შუშები, ნაწრთობი მინის აივნები, ფასადის მინები, ლამექსი იგივე ლამინირებული მინა, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

შუშა რომ  სათუთი მასალაა და შესაბამისი მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, არავისთვის წარმოადგენს სიახლეს. ამ ლოგიკით გამოდის, რომ თითქოს, აბაზანის შუშისგან დამზადებული ავეჯი არასაიმედოა და არც ხანგრძლივ ექსპლოატაციაზეა გათვლილი, მაგრამ ეს  მცდარი აზრია. შუშა, რისგანაც მზადდება აბაზანის ავეჯი, თაროები, მინის მოაჯირები, საშხაპის მინის დეტალები და შუშის სხვა აქსესუარები 10-ჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი მინა. ეს არის სპეციალური ტიპის მასალა - აბაზანის გამოწრთობილი შუშა და ის განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება. თანამედროვე ნაწრთობი შუშა უძლებს ნებისმიერ დატვირთვას და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ მასალასაც კი, როგორიც ხეა. 

 

მახასიათებლები

აბაზანის შუშის ავეჯი წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით ხასიათდება მთელი რიგი გამორჩეული თვისებებით:

  1. ის წყალგამძლე და ნესტგამძლეა, რაც ასე აუცილებელია აბაზანის ავეჯისთვის;
  2. მდგრადია ისეთი დამაზიანებლების ზემოქმედების მიმართ, როგორიცაა  ქიმიური ნივთიერებები და რეაგენტები;
  3. აბაზანის გამოწრთობილი შუშა გამოირჩევა გამძლეობით ტემპერატურის უკიდურესი ცვლილებების მიმართ, უძლებს ყინვასა და ძლიერ სიცხეს;
  4. დარტყმაგამძლეა და მდგრადი ნაკაწრებისა და სხვა მექანიკური დაზიანების მიმართ და ისეა გათვლილი, რომ თუ  მაინც მოხდა დაზიანება, შუშა წვრილ ფრაგმენტებად დაიშლება და ზიანს არავის მიაყენებს;
  5.  ასეთი ავეჯი ექსკლუზიური, მოდური და ამავდროულად პრაქტიკულია;
  6. თავსებადია ყველანაირ ინტერიერთან და შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ფორმირებაზეც კი;
  7. აბაზანის შუშა გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლოატაციის ვადით. სათანადო მოვლის პირობებში მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ და არ დაკარგავს პირვანდელ პეწს;

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

შუშის აბაზანის ავეჯი პრაქტიკულია, კომფორტული და ამავდროულად ვიზუალურად ესთეტიური, მაგრამ როგორც ნებისმიერ სხვა მასალას, მინასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რისი ცოდნაც აუცილებელია.

დადებითი თვისებები:

  1. შუშის ავეჯი ნებისმიერ სიტუაციაში მომგებიანია, რადგან შეუძლია შექმნას სტილი, განსაკუთრებით პატარა ფართის შემთხვევაში;
  2. აბაზანის შუშა შეგიძლიათ მოხატოთ ან უბრალოდ გადაღებოთ ნებისმიერ სასურველ ფრად. შესაძლებელია მზა პრინტის გამოყენება მის ზედაპირზე;
  3. თანამედროვე ბაზარზე შუშის წარმოება აკმაყოფილებს ნებისმიერ გემოვნებას, დიზაინის მოთხოვნას და ყველა ზომის საფულეს;
  4.  აბაზანის გამოწრთობილი შუშისგან დამზადებული ავეჯი ეკოლოგიური და ფუნქციონალურია;
  5.  მისი გამჭვირვალე ვიზუალის და სინათლისგამტარიანობის თვისების წყალობით შესაძლებელია პატარა სააბაზანო ან სხვა ოთახი ვიზუალურად ფართო გამოჩნდეს;
  6. ობისკენ მიდრეკილი სააბაზანოსთვის იდეალური გადაწყვეტილებააა შუშის ავეჯი. ამ შემთხვევაში თქვენ ორ კურდღელს დაიჭერთ: მიიღებთ ტრენდულ სააბაზანოს და ამავდროულად გათავისუფლდებით სოკოს, ჟანგისა და ობისგან.;
  7. საშხაპე მინა მოსავლელად მარტივია, სარეცხი საშუალების და უბრალო ჩვრის გამოყენება აბსოლუტურად საკმარისია რომ მან წინადებურად იბრწყინოს.

უარყოფითი თვისებები:

1.  ყველაზე ფრთხილად გამოყენების შემთხვევაშიც კი, ნაკაწრები მინის ზედაპირების ნომერ პირველ პრობლემად რჩება და სამწუხაროდ, მისი ამოვსება რთულია. ამიტომ, სჯობს აბაზანის მინის ავეჯს და აქსესუარებს თავიდანვე განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყრათ;

2. შხეფები, კბილის პასტა, საპნის ქაფი თუ უბრალოდ წყლის წვეთი - ყველაფერი ტოვებს კვალს ზედაპირზე, ამიტომ მზად იყავით, რომ მისი წმენდა ყოველდღიური რიტუალის სახეს მიიღებს;

3.  მინით გადატვირთვის შემთხვევაში, ინტერიერმა შეიძლება მიიღოს ე. წ. „ცივი ვიზუალი“. ამის გამოსწორება შესაძლებელია სწორად შერჩეული აქსესუარებით და დიზაინერის ჩართულობით;

4. მინის კარადებში ყველაფერი სახეზეა და რთულია ნივთები თვალს მიაფარო. ეს ბევრ მფლობელს უქმნის დისკომფორტს, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი - თუ არ გინდათ ჩანდეს კარადის შიგთავსი, გამოიყენეთ სარკისებური მინები.

5. ხარისხიანი აბაზანის მინის ავეჯი ხშირად საკამოდ მძიმეა. აბაზანაში თუ რბილი იატაკი გაქვთ ან სააბაზანოს ხალიჩებით სარგებლობთ, ასეთი ავეჯი არ გამოგადგებათ.

6. შუშის ავეჯის დასამზადებლად გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მაღალი გამძლეობის ნაწრთობი მინა. რაც მეტია შუშის სისქე, მით მეტია მისი გამძლეობა, თუმცა იგივე პრინციპით იზრდება მისი ფასიც, მაგრამ დიზაინერებს თუ დავუჯერებთ, ის ამად ღირს!

7.  საკმაოდ მაღალი უსაფრთხოების მაჩვენებლის მიუხედავად, მაინც არ არის რეკომენდებული შუშის ავეჯის განთავსება საბავშვო ოთახში.

 

 

რჩევები:

სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის და მაღალი ტენიანობის გამო სააბაზანო ოთახი გამორჩეულია სხვა ოთახებისგან. ამიტომ მისი მოწყობა ჩვეულებრივი ავეჯით მიზანშეწონილი არაა. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით მასალა სააბაზანოს ავეჯისთვის სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

1. თუ აბაზანაში გადამეტებული შუშის გამოყენების გამო შეიქმნა „ცივი ატმოსფერო“ დაამატეთ მხიარული ფერის ფუმფულა პირსახოცები, ფერადი სათავსოები პირადი ნივთებისთვის, აქსესუარები თბილი ფერებით;

2. მართალია, აბაზანის შუშის ავეჯი და აქსესუარები ყოველდღიურ წმენდას საჭიროებს, მაგრამ ამ პროცესს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. სტანდარტული საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებით მარტივად და სწრაფად დაუბრუნებთ შუშას ბზინვარებას. ხელთ თუ არ გაქვთ ეს საშუალებები, უბრალო საპნის ან სპირტიანი ხსნარის გამოყენებით შეგიძლიათ იგივე შედეგის მიღება;

3. ნუ გაწმენდთ მინას  ფხვნილის საშუალებებით, რადგან არის ალბათობა, რომ მან ზედაპირი გაჩხაპნოს;

4. არ გარეცხოთ შუშის აქსესუარები ცხელი წყლით,  გაშრობის შემდეგ რჩება ლაქები;

5. დაბინდული მინის გაწმენდა შესაძლებელია სუფრის ძმრით (2 სუფრის კოვზი ძმარი ½ ლიტრ წყალზე);

6. ბუზებისგან დაბინძურებული შუშა ადვილად სუფთავდება შუაზე გაჭრილი ხახვის და ლილიანი ხსნარის გამოყენებით.

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010