შემოსასვლელი კარის დამზადება
ვმუშაობთ 24/7

შემოსასვლელი კარის დამზადება

განცხადება:

ეზოს შემოსასვლელი რკინის კარის დამზადება, ლითონ ნაკეთობათა ხელოსანი დაგიმზადებთ ლითონის კონსტრუქციებს, კარებებს, პანდუსებს, რკინის მოაჯირებს აივნისთვის, და შეგისრულებთ თქვენთვის სასურველ ლითონის სამუშაოებს.

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

                                         ეზოს კარები

შესასვლელი სივრცე თქვენი საცხოვრებლის მთავარი ღირსება და თვალსაჩინოებაა.  

არაფერი ზრუნავს სახლის ექსტერიერის ბრენდინგზე ისე როგორც ეზოს კარები, 

არაფერი იცავს ეზოს მყუდროებას მასავით,

არაფერი ქმნის საცხოვრებელ გარემოში ისეთ კომფორტულ ველს, როგორც საიმედო და მტკიცე მასალებით დამზადებული რკინის კარი.

ამიტომ ყურადღებით, აუჩქარებლად და გემოვნებით შეარჩიეთ ის.

უამრავი ტიპის კარი არსებობს. მოდი, თვალი შევავლოთ მათ შორის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს. 

წარმოგიდგენთ ეზოს კარის ვიპ - ხუთეულს, სადაც პირველი ადგილი  მექანიკურ, ორფრთიან ეზოს კარებს უჭირავს.


 

  1. მექანიკური ორფრთიანი კარი. 

ამ მოდელს ყველაზე მეტად წყობის სიმარტივე და ხელმისაწვდომობა გამოარჩევს.. მისი ფასი გაცილებით დაბალია სხვა დიზაინის რკინის კარებთან შედარებით. 

4-6 მეტრის დაშორებით ორ რკინის სვეტზე ანჯამებით დაკიდებული ფრთები დახურვისას შუაში ერთმანეთს ებმება.

ხშირად ერთ-ერთ ფრთაში საფეხმავლო ღიობია დატანებული პატარა რკინის კარით ან მას მესამე, დამატებით სვეტზე ჰკიდებენ. 

ორფრთიანი კარის პოპულარობას მოდელის გამძლეობა და პრაქტიკულობა განსაზღვრავს, მისი მოვლა და მოხმარება არ არის რთული. 

დროში გამოცდილების ეფექტი კი მის მასობრივ გავრცელებასაც უწყობს ხელს. 

ამ ტიპის შესასვლელის ნორმალურ ფუნქციონირებას მხოლოდ ქარიანი ამინდი უშლის ხელს. ძლიერი ქარი ფრთებზე უბერავს და მის გაღება-დახურვას აძნელებს. 

დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად  ჩვენ კარის რბილად დახურვის მექანიზმებსა და ავტომატური ძრავის დაყენებას გირჩევთ.

რაც უფრო მძიმეა მექანიზმი მით უფრო გამძლეა. 

კარგი ხარისხით გამოირჩევა იტალიური წარმოების კარის საკიდ-სამაგრი ნაწილები.

 

  1. გასაგორებელი კარი.  

ასეთი კარი სხვა შედუღების კართან შედარებით მეტად კომფორტულია. არსებობს გასაგორებელი კარის ორი ვარიანტი ხელით მართვადი და ავტომატური.         

შესაძლებელია ავტომატური, გასაგორებელი კარის შორი მანძილიდან მართვის მექანიზმით აღჭურვაც. 

ორფრთიან ჭიშკართან შედარებით, ცალფრთიან გასაგორებელ კარს,  ქარიშხალიც ვერაფერს აკლებს. 

გაგორებისას კარის სიმძიმის ძალა იზრდება და საძირკველს აწვება. ამიტომ საჭიროა რკინის ბოძები მყარად ისხდნენ გრუნტში. 

მის დასამონტაჟებლად აუცილებელია შესასვლელის გვერდზე ღობის გასწვრივ თავისუფალი სივრცე. 

ნუ დაინანებთ საძირკველში ნესტსაწინააღმდეგო საშუალებებით გამდიდრებულ ბეტონს რათა შესასვლელი კარის ფუნდამენტურ სიმყარეს მიაღწიოთ. 

საწევარა მექანიზმები შეარჩიეთ ხარისხის მიხედვით.

პირველ რიგში კი ეზოს კარის დასაყენებლად პატიოსანი ხელოსანი დაიქირავეთ. 


 

3. გისოსის ტიპის ბჭის კარი.


ბჭის კარიდან მოდის სიტყვა “ჭიშკარიც“

დიახ, სწორედ ასე ეძახდნენ ძველად საქართველოში მთავარ შესასვლელ კარს. მას სასტუმრო, საპატიო შესავლელადაც მოიხსენიებდნენ.

ალაყაფის ფორმის კარის აწყობას, მართალია ბევრი რკინეული არ სჭირდება თუმცა უდავოდ მეტ გონიერებასა და სიზუსტეს მოითხოვს დამამზადებლისგან . 

 

კარის ჩონჩხი რაც უფრო მტკიცე ფოლადით შეიკვრება, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს შესასვლელი პირვანდელ სახეს და სიმყარეს.

ბჭის კარი, გარდა იმისა რომ ადვილი მოსახმარია, თქვენი კარ-მიდამოს ორგანულობასაც უსვამს ხაზს. 

ავლებს ჰარმონიულ ზღვარს საცხოვრებლის ექსტერიერსა და ლანდშაფტს შორის. 

თუკი გისოსებს სხვადასხვა დიზაინის ორნამენტებით შეამკობთ ეს თქვენს შესასვლელს უფრო მდიდრულ იერს მიცემს და არც ბუნებრივ ელფერს დაუკარგავს.


 

  1. ჰორიზონტალურად დასაკეც-გასაშლელი ეზოს კარი.

 

ამ დიზაინის კარი ყველაზე კარგად ზოგავს სივრცეს.   

ადვილად ერგება შესავლელად გამოყენებულ ბორცვიან, უსწორ-მასწორო ნიადაგს.

მისი სწორად და უსაფრთხოდ დამონტაჟება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. 

ასე რომ ჯერ სანდო კომპანია და  მცოდნე ხელი უნდა მოიძიოთ.


 

  1. ვერტიკალურად მოძრავი რკინის კარი.
     

ამ ტიპის შესასვლელი არანაკლებ კომპაქტური და ყველაზე უფრო ტრენდულია.

ჩვენ თქვენთან ერთად შევარჩევთ ხარისხიან რკინეულსა და  ამწე მექანიზმებს.

შემოგთავაზებთ თქვენს ხასიათსა და საცხოვრებელ გარემოზე მორგებულ ფუნქციურ დიზაინს.

ბოლოს კი ერთად დავტკბებით შედეგით.

დროა, შეცვალოთ ძველი ეზოს კარი ახლით!

გააკეთეთ თანამედროვე არჩევანი და დაგვიკავშირდით!                                        

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010