minifiqsit-damzadebuli-samzaeulos-aveji
ავეჯის დამზადება

სამზარეულოს ავეჯი მინიფიქსებით

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

2457

0

15.11.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ხარისხი, რომელიც რეალობისგან შორს დგას

სამზარეულოს ავეჯის დამზადება  ქართულ ბაზარზე რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ჩამორჩება ევროპული წარმოების ავეჯის ხარისხს, ჩვენი ნაწარმის უმრავლესობა მხოლოდ მცირედით თუ განვასხვავდება ხარისხით ერთმანეთისგან, ამ მცირე განსხვავებას კი დამკვეთი მხოლოდ ვიზუალურად სწორად თუ არასწორად მორგებულ ავეჯის დეტალებში ხედავს.


როგორ აფასებს დამკვეთი ავეჯის ხარისხს

დამკვეთის შეფასებით თუ სამზარეულოს ავეჯისთვის შერჩეული ლამინატი, მდფ ან საკეტი მექანიზმები ევროპული წარმოებისაა, ამასთან ერთად კი დამამზადებელი კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური, ასეთ შემთხვევაში თვლის, რომ უმაღლესი ხარისხის ავეჯს მიიღებს მწარმოებელთან შეთანხმების შემთხვევაში, ეს ნაწილობრივ ასეცაა იმ შემთხვევაში თუ შედარება ცუდ ნახელავს და  უკეთეს ნახელავს შორის გვიწევს.

მინიფიქსები ხარისხიანი ავეჯის გარანტია

მეტის გაგება

ხარისხიანი ავეჯისთვის საჭირო დეტალები

რადგან სამზარეულოს ავეჯის ხარისხზე ვსაუბრობთ, მოდით, განვსაზღვროთ, რა არის ზოგადად ავეჯის ხარისხი და რა არის რეალობა, რომელიც ქართველი მომხმარებლის დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანია.

იმისთვის, რომ ხარისხიანი სამზარეულოს ავეჯი მივიღოთ, საჭიროა მაღალი ხარისხის მერქან - ბურბუშელოვანი ფილა, საკეტი მექანიზმები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ეს ნადვილად ასეა. თუმცა, ეს ჩამონათვალი არაა საკმარისი უმაღლესი შედეგის მისაღებად, რადგან საქართველოში ავეჯის დამზადების მეთოდი საკმაოდ მოძველებული და არაეფექტურია.


ავეჯი რომელიც მალე კარგავს პირვანდელ სახეს 

მწარმოებლების უმეტესობა მხოლოდ ჩვეულებრივი "შურუპით" აბამს დაჭრილი ლამინატის დეტალებს ერთმანეთთან, რაც საკმაოდ ამცირებს ავეჯის ექსპლოატაციის ვადას, აქედან გამომდინარე ავეჯი ძალიან მალე კარგავს პირვანდელ სახეს და პროპორციულად არათანაბრად გამოიყურება.

ალბათ, ხშირად გინახავთ ან საკუთარ თავზე გამოგიცდიათ შემთხვევა, როცა სამზარეულოს ავეჯი მაღალი დონის სპეციალისტის დამზადებულია, მასალა და საკეტი მექანიზმები უმაღლესი ხარისხის, აღნიშნული დეტალები კი იდეალურად მორგებული ერთმანეთს, თუმცა  ისიც შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს მიერ მოწონებული ავეჯი საკმაოდ მცირე ხანში კარგავს იერსახეს, ირღვევა პროპორციები, აღარ იკეტება კარგად უჯრები, კარები და ა.შ..


რა ანიჭებს ავეჯს უმაღლეს ხარისხს?

სამზარეულოს ავეჯის უმაღლესი ხარისხი განისაზღვრება დეტალების ერთმანეთთან გადაბმის სიმყარით, რომელიც ჩვეულებრივი "შურუპის" მეშვეობით არ მიიღწევა, დამამზადებლების 99 % კი სწორედ ჩვეულებრივი "შურუპით" ამონტაჟებს ერთმანეთზე დაჭრილ მდფ-ს თუ ლამინატს. მაშ, რა არის საჭირო უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს ავეჯის დასამზადებლად?


მინიფიქსები თანამედროვე სამზარეულოსთვის

მინფიქსით აწყობილ სამზარეულოს ავეჯზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. ის ერთგვარად წარმოადგენს ევროპული ავეჯის წარმოების უმაღლეს საფეხურს. მისი მნიშვნელობა იმდენად ცვლის ავეჯის დამზადების ხარისხს, რომ უბრალოდ უნდა ნახოთ და თავად დარწმუნდეთ რამხელა სიზუსტით და სიმყარით შეიძლება გამოირჩეოდეს ამ მეთოდით დამზადებული ავეჯი, ჩვეულებრივი, ქართული წარმოების ავეჯისგან. იხ ვიდეოს- ლინკი 

თუ უკვე უყურეთ ვიდეოს და სურვილი გაგიჩნდათ, რომ სამზარეულოს ავეჯი მსგავსი მეთოდით დაამზადოთ, კომპანია "მეტრიქსი" მზადაა  შეკვეთიდან ზუსტად 5 დღეში შეგისრულოთ ნებისმიერი ტიპის, ფორმის და ფერის სამზარეულოს ავეჯი მინიფიქსის თანამედროვე ტექნოლოგიით. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ტექნოლოგიების დანერგვა - განვითარებაზე, რათა მომხმარებელმა იგრძნოს მეტი კომფორტი და ხარისხის გარანტია.

                                                                                                              კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები