rogor-shevukvetot-avedji
ავეჯის დამზადება

როგორ და სად შევუკვეთოთ ავეჯი?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

833

0

02.08.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

სახლის, ბინის ან ცალკე ოთახისთვის ავეჯის შეკვეთამდე უნდა გაითვალისწინოთ მრავალი ფაქტორი, როგორც მნიშვნელოვანი, ასევე უმნიშვნელოც, რადგან უმიშვნელო დეტალმა შეიძლება სულ გააფუჭოს მთლიანი სურათი. ოთახის ფორმა და ზომები, განათება, მთლიანი ფართის სტილისტური ვიზუალი და რა თქმა უნდა, ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება, ტემპერამენტი, ასაკი და ცხოვრების სტილი - ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და გაითვალისწინოთ ავეჯის შერჩევამდე.


გათვალეთ წვრილმანები წინასწარ

ბევრი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, როცა დამზადებული ავეჯი გათვლილია მრავალწლიან ექსპლოატაციაზე, ამიტომ ამ საკითხის დაჩქარებულად და მოუმზადებლად გადაჭრა არ შეიძლება, რათა უახლოეს მომავალში ავეჯი გამოსაცვლელი და ეს გადაწყვეტილება სანანებელი არ გახდეს.
შეკვეთის მიცემა მხოლოდ იმის შემდეგ განახორციელეთ, როცა გააკეთებთ საბოლოო, ჩამოყალიბებულ არჩევანს და დარწმუნებით გეცოდინებათ, რომ ზუსტად გათვალეთ ისეთი მთავარი დეტალები, როგორიცაა სტილი, ფერთა სპექტრი და თითოეული დეტალის ფუნქციურობა. 
აირჩიეთ დიზაინის სტილი თემატური ვებგვერდების, კატალოგების ან დიზაინერის დახმარებით. გააკეთეთ მონახაზი ან შესაბამისი პროგრამის დახმარებით შექმენით მთლიანი ფართის სურათი, რათა რამე არ გამოგრჩეთ და მთლიანობიდან არ ამოვარდეს ისეთი დეტალი, რაც უგემოვნოდ წარმოაჩენს და გააფუჭებს მთელ დიზაინს. გადაწყვიტეთ, მთლიანი სახლისთვის აირჩევთ მკაცრად განსაზღვრულ ერთი ტიპის ინტერიერის დიზაინს თუ ოთახებს ინდივიდუალურად, სხვადასხვა სტილს მიუსადაგებთ. ამის გათვალისწინებით შეუკვეთეთ უკვე ავეჯი; იქნება ეს გარნიტური, ნაკრები, თუ ინდივიდუალური ნივთი. ავეჯის ფერთა გამა არ უნდა იყოს შეუსაბამო კედლების, იატაკის და ფარდების ფერთან. ავეჯის მრავალფუნქციურობა ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საცხოვრებელი ფართი მცირეა. ამ შემთხვევაში ავეჯის ყოველი ნაწილი გათვლილი უნდა იყოს მის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაზე.


რით დავიწყოთ?

ავეჯის არჩევანი და მისი შეკვეთა საკმაოდ შრომატევადი და არც თუ იაფიანი პროცესია, ამიტომ, ის გარკვეულ წინასწარგანწყობას და მომზადებას მოითხოვს. ყველაზე რთულია, როცა ერთდროულად უნდა აარჩიოთ ავეჯი მთელი სახლისთვის: მისაღები ოთახისთვის, საძინებლისთვის, საბავშვო ოთახისთვის, აბაზანისთვის და ა. შ..
რა ფაქტორები უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ შემდეგ მრავალი წელი სიამოვნებას განიჭებდეთ ეს არჩევანი თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს? როგორ უნდა განსაზღვროთ ყველა დეტალი ისე, რომ შემდგომში პრობლემებს არ წააწყდეთ? პირველ რიგში უნდა გადახედოთ ამისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს.

5 წლიანი გარანტია შეკვეთილ ავეჯზე

მეტის გაგება

შეარჩიეთ ავეჯი, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება

არჩევანზე, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს როცა თანხა განსაზღვრულია. ამიტომ, სანამ შეკვეთას გადაწყვეტთ, უნდა ჩამოყალიბდეთ რამდენის დახარჯვას აპირებთ კონკრეტულად ავეჯზე. თუ თქვენი ბიუჯეტი მცირეა, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთოთ ლამინირებულ მერქან - ბურბუშელოვან ფილა (იგივე  „დსპ“)  და MDF– ით დამზადებულ ავეჯზე, თუ თქვენ არ ხართ შეზღუდული თანხებით, მაშინ შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და შეუკვეთოთ ავეჯი ისეთი ძვირფასი მასალისგან, როგორიცაა ბუნებრივი ხე. კაკალი, მუხა, ვარდის ხე - ეს ის მასალებია, რომლებიც მრავალი ათეული წლები ფორმას არ დაკარგავს და ყოველთვის მოდურად დარჩება. სერიულად წარმოებული ავეჯის შეკვეთა გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ინდივიდუალური შეკვეთა.


გაითვალისწინეთ მასალის შემადგენლობა და ხარისხი

სანამ ავეჯის შეკვეთას გადაწყვეტთ, გამოიკვლიეთ თუ რა ხარისხის მასალას გთავაზობთ ავეჯის დამამზადებელი კომპანია. ნუ  შეუკვეთავთ ისეთ კომპანიას, რომელსაც არ აქვს ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი. 
აუცილებლად დაინტერესდით ფორმალდეჰიდის ემისიის კლასით. საცხოვრებელი ფართებისთვის რეკომენდებულია E0.5 და E1 კლასების პროდუქტები. ყურადღება მიაქციეთ თუ რა ხარისხის ფურნიტურას გთავაზობენ, ამაზეა დამოკიდებული ავეჯის მდგრადობა და გამძლეობა წლების განმავლობაში. თუ კომპანია ავეჯს ისეთი ინოვაციური ფურნიტურის გამოყენებით ამზადებს, როგორიცაა მინიფიქსები, მაშინ ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ, რადგან ეს გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ ავეჯი მრავალი ათეული წელი არ მოირყევა და მოგემსახურებათ ფორმის შეუცვლელად. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, როცა ავეჯს ბავშვის ოთახისთვის უკვეთავთ. გარდა იმისა, რომ მასალა უნდა შეესაბამებოდეს ევროსტანდარტს, აუცილებელია ეს ავეჯი დამზადდეს პრემიუმ სეგმენტის ფურნიტურის გამოყენებით. საბავშვო ოთახებისთვის რეკომენდებულია უჯრები უხმაურო, სასრიალო მექანიზმებით. ეცადეთ სათავსოებისთვის შეარჩიოთ არაწახნაგოვანი, ჩადგმული სახელურების მქონე მოდელები, რაც გაზრდის ბავშვების უსაფრთხოებას. 


ავეჯის ფერის განსაზღვრა

თუ გიყვართ მრავალფეროვნება და ხშირად ცვლით კედლების და ჭერის დიზაინს და ფერს, მაშინ ყველაზე რაციონალური გამოსავალია ავეჯისთვის შეარჩიოთ ნეიტრალური ფერი. ეს ვარიანტი საშუალებას მოგცემთ ოთახი ისევ გემოვნებით მოწყობილი გამოიყურებოდეს ავეჯის გამოცვლის გარეშე. 
ნათელი ფერის ინტერიერის მოყვარულთათვის:
მსუბუქი, ნათელი ფერის კედლებს, იატაკს და ჭერს შეგიძლიათ თამამდ შეუხამოთ ისეთი  ფერის ავეჯი, როგორიცაა მუქი კაკლისფერი, ვენგე, მაჰაგონი, მუქი მუხის ტონალობა. ხოლო ღია ყავისფერი,  რძისფერი, კრემისფრის სხვადასხვა ტონალობა მიუსადაგოთ მუქი ფერით შეღებილ კედლებს. ინტერიერისთვის რბილი ავეჯის ზედაპირებიც შეარჩიეთ ნეიტრალურ, რბილ და ნათელ ფერებში, რომელიც ჰარმონიაში იქნება ფარდებთან, ჟალუზებთან და სხვა ინტერიერის ტექსტილთან მიმართებაში.
მთავარი შეცდომა ავეჯის  შერჩევისას არის ერთ ტონში ოთახის ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტა. მოჟამული მონოქრომატული ფერები და მუქი ერთგვაროვანი დეტალები დიზაინს მოსაწყენს გახდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთახის ფართი მცირე მოცულობისაა.



გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები